არსებობს თუ არა COVID-19-ით განმეორებით ინფიცირების რისკი – ჯანმო-ს განმარტება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს, არის თუ არა შესაძლებელი კორონავირუსული ინფექციით განმეორებით ინფიცირება.
ამის შესახებ ბრიფინგზე ორგანიზაციის ექსპერტმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა.
მისი თქმით, ორგანიზაციაში შედის შეტყობინებები იმის შესახებ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, თითქოს, იყო განმეორებითი ინფიცირების შემთხვევები, “მაგრამ ეს, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის”.
“აქ საჭიროა ბევრი ფაქტორის გათვალისწინება. მაგალითად, როგორი ტესტი გაუკეთდა ადამიანს. არის შემთხვევები, როდესაც ტესტი დადებით, უარყოფით და მერე ისევ დადებით პასუხს იძლევა. მაგრამ აღნიშნული განმეორებით ინფიცირებას არ ნიშნავს. კიდევ ერთი ელემენტია ინფექციის შემდგომი იმუნური რეაქცია. ჯერჯერობით, არ ვიცით, რამდენ ხანს ნარჩუნდება იმუნიტეტი და რამდენად ძლიერია ის. არსებობს საკითხებში, რომლებზეც პასუხები ჯერ არ გვაქვს. მაგრამ ვითარებას აქტიურად ვაკვირდებით”, – განმარტა ჯანმო-ს ექსპერტმა.