გერმანიაში უკვე მეორე დღეა, კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი ათასს აჭარბებს

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1445 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამურად, ქვეყანაში უკვე 219 964 დადასტურებული შემთხვევაა.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემით, მეორე დღეა, ქვეყანაში დღიური მაჩვენებელი ათასს აჭარბებს.

ინსტიტუტში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტენდენცია შეშფოთებას იწვევს და რომ ვითარების გაუარესება ნებისმიერ ფასად უნდა  აირიდონ.

ამჟამად, ყველაზე დაზარალებულ რეგიონებად მიიჩნევა ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალია და ჰამბურგი, სადაც მნიშვნელოვანი მატება შეინიშნება. გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან ვირუსს 9 211 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები