ტელეარხი „ბელორუს 1“ ჟურნალისტებმა დატოვეს

ბელორუსის სახელმწიფო ტელეარხი – „ბელარუს 1“ ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა, მათ შორისაა გადაცემა „არსენალის“ წამყვანი – ვლადიმირ ბურკო.

ამის შესახებ ბურკომ “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

“მთავარით დავიწყებ, აღარ ვარ ამ ტელეპროექტის წამყვანი, საკუთარი სურვილით წამოვედი. ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ ვიფიქრებდი, რომ სამხედროები და ტექნიკა შესაძლოა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული. მივმართავ სამხედროებს, გონს მოეგეთ, სანამ გვიან არ არის და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. არავის უნდა ომი, ყველა ქცია მშვიდობიანად იმართებოდა და გაიმართება. ხალს სამართლიანობა სურს, ხალხი ითხოვს – არ მოატყუონ, ხალხი თავისუფლებას ითხოვს. ბოლო პუნქტზე პასუხისმგებელი სწორედ თქვენ ხართ, ამიტომ, ყველაფერი გამოვა”, – დაწერა ჟურნალისტმა.

მანამდე, ტელეარხი დატოვეს წამყვანებმა – ევგენი პერლინმა და ოლგა ბელმაჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები