ბელორუსში 3 დღეში აქციის 6 ათასი მონაწილე დააკავეს

ბელორუსში საპროტესტო აქციების მესამე დღეს ძალოვანებმა ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ჯამურად, 3-დღიანი არეულობის შედეგად, პოლიციის განყოფილებებში 6 ათასი პირია გადაყვანილი.

ამასთან, 17 შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ამის შესახებ ქვეყნის შსს-ში განაცხადეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გუშინდელი აქციის დარბევის შემდეგ, სამედიცინო დახმარება 51 მოქალაქეს დასჭირდა.

14-მა ძალოვანმა სხვადასხვა სახის ტრავმა მიიღო, მათი ნაწილი ჰოსპიტალიზებულია.

ბოლო მონაცემით, დაკავებულთა შორის არის უკრაინის 9, ხოლო პოლონეთის – სამი მოქალაქე.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ალექსნადრე ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები