ვოლგოგრადში გაზგასამართ სადგურზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ლენინის პროსპექტზე ბუნებრივი აირის ავზი აფეთქდა, ამის შემდეგ ცეცხლი გაზგასამართი სადგურის შენობასაც გადაედო.
დაშავებულთა შორის ოთხი მეხანძრეა, მათგან ერთ სხეულის დამწრობის 50% აქვს მიღებული.
ასევე ცნობილია, რომ მძიმე მდგომარეობაშია “ცისტერნის” მძღოლი.
ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი ლიკვიდირებულია.