ტრამპი საპრეზიდენტო დებატების გადმოწევის წინადადებით გამოვიდა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირველი საპრეზიდენტო დებატების ჩატარებას 29 სექტემბერზე ადრე ითხოვს.
ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.
„როგორ შეიძლება, ამომრჩევლებმა ბიულეტენები, ზოგ შემთხვევაში, პირველ საპრეზიდენტო დებატებამდე თითქმის ერთი თვით ადრე გააგზავნონ. გადმოწიეთ პირველი დებატები. ჩემთვის დებატები საზოგადოების სამსახურია. ჯო ბაიდენი და მე ამერიკელი ხალხის წინაშე მოვალენი ვართ, ეს გავაკეთოთ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პირველი დებატები 29 სექტემბერს ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში გაიმართება.