აზერბაიჯანში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში 33 247 დადასტურებული ფაქტია.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს სამი პაციენტი ემსხვერპლა, სულ 479 ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება 29 275-მა პირმა შეძლო, 3 493 მკურნალობას აგრძელებს.