ინდოეთში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 8 პაციენტი ემსხვერპლა

ინდოეთის, ქალაქ აჰმედაბადის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხანძარს რვა პაციენტი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.

The Times of India-ს ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ხანძრის გაჩენის მიზეზად ელექტროგაყვანილობის გაუმართაობას ასახელებენ, რამაც მოკლე ჩართვა გამოიწვია.

მომხდარის გამო, კლინიკიდან 40-მდე პაციენტის ევაკუაცია განხორციელდა.

ქვეყნის პრემიერმა, ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები