ლიბანის დედაქალაქში მასშტაბური აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც არიან დაშავებულები.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ადგილობრივი მედია და უსაფრთხოების სამსახურები იუწყებიან, რომ აფეთქება ქალაქის საპორტო ნაწილში მოხდა, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება და რა სახის ასაფეთქებელი მასალები ინახებოდა საწყობში. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დაშავებულთა რიცხვი დიდია, ზარალის რაოდენობა კი – მასშტაბური. ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ასს აჭარბებს.

„ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ყველა მინა ჩამსხვრეულია და ქუჩებში დაშავებული ხალხი დადის. სრული ქაოსია“, – განუცხადა „როიტერს“ ადგილობრივმა თვითმხილველმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები