იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6-ჯერ მეტია, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი

იტალიაში თებერვლიდან-ივნისის პერიოდში კორონავირუსით 1,5 მილიონამდე ადამიანი იყო ინფიცირებული.
ამის შესახებ Corriere della Sera მოსახლეობის სერეოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით წერს.
აღინიშნება, რომ რიცხვებშუ სხვაობა უკავშირდება იმას, რომ აქამდე ქვეყანაში ინფიცირებულთა შესახებ მონაცემი დგინდებოდა მხოლოდ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის მიხედვით. მედიკოსებმა კი გადაამოწმეს, თუ რამდენ იტალიელს აღენიშნება სისხლში ანტისხეულები, რომლებიც “კოვიდ-19”-თან ბრძოლის შესაძლებლობას იძლეოდა.
მათი არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ადამიანებმა ვირუსი გადაიტანეს და მათ იმუნიტეტი გამოუმუშავდათ.
კვლევაში თითქმის 65 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
ამის შემდეგ მკვლევრებმა პროპორცია შეადგინეს, რომ მიეღოთ კორონავირუსთან დაკავშირებული მონაცემი.
საბოლოოდ, დადგინდა, რომ იტალიელების 2,5%- “კოვიდ19”-ზე ანტისხეულები აღმოაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები