ბრიტანეთში კორონავირუსის მეორე, გაცილებით აგრესიულ ტალღას პროგნოზირებენ
იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთში სკოლები ტესტირების ეფექტური სისტემისა და კონტროლის გარეშე გაიხსნება, ზამთრის სეზონზე ქვეყანაში შესაძლოა, კორონავირუსის ორჯერ მძიმე ტალღა განვითარდეს.
ამის შესახებ ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის უნივერსიტეტის მკვლევრები აცხადებენ. მეცნიერებმა სხვადასხვა სცენარის მოდელირება მოახდინეს.
მათი თქმით, სკოლების სრული გახსნის შემთხვევაში, მეორე ტალღის არიდება შესაძლებელია, თუ მოხდება კონტაქტების 68% გამოვლენა, მოსახლეობის 75%-ის ტესტირება და “კოვიდ-19”-ზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში იზოლირება.
სკოლების ნაწილობრივი გახსნის შემთხვევაში, საჭიროა მოსახლეობის 65%-ის ტესტირება.
“იმ შემთხვევაში, თუ დიაგნოსტიკის ზღვარი, ასევე კონტაქტების დადგენა ამ მაჩვენებელზე დაბლა ჩამოვა, სკოლების განმეორებითი გახსნა, ასევე, შემზღუდავი ზომების ეტაპობრივი შესუსტება მეორე ტალღას გამოიწვევს, რომელიც სკოლების სრული გრაფიკით ამუშავების შემთხვევაში პიკს დეკემბერში მიაღწევს, 2021 წლის თებერვალში თუ სკოლები ნაწილობრივ გაიხსნება”, – განმარტავენ მეცნიერები.