საბერძნეთში ტურისტებს სამედიცინო მომსახურებისთვის დამატებით 20 ევროს გადახდა მოუწევთ

საბერძნეთში ჩასული ტურისტები ამიერიდან, სამედიცინო მომსახურების მიღების სანაცვლოდ, მოსაკრებლის სახით 20 ევროს გადაიხდიან.

ამის შესახებ Greek Reporter-ი წერს.

შესაბამისი დადგენილება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ ივლისის ბოლოს გამოაქვეყნა.

ტურისტებს მოუწევთ თანხის გადახდა სასწრაფო დახმარების გამოძახებაზეც, სისხლის ანალიზისთვის ან სხვა ტიპის სკრინინგისთვის.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყება იმედოვნებს, რომ ახალი მოსაკრებლისგან “მნიშვნელოვან თანხას” შეაგროვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები