საზოგადოებრივ ტრანსპორტში COVID-19-ით დაინფიცირების რისკი გაცილებით დაბალია, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული?!
პანდემიის პირობებში არის თუ არა უსაფრთხო საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, საბოლოოდ, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა უამრავ ქვეყანაში არცერთი კლასტერი საზოგადოებრივ ტრანსპორტს არ უკავშირდება.
შესაბამისი დასკვნა The New York Times -ის კორესპონდენტებმა გამოიტანეს, რომლებმაც იმ ქვეყნების სატრანსპორტო სამმართველოებში ჩაატარეს კვლევა, რომლებმაც ტრანსპორტში საკარანტინე შეზღუდვები უკვე მოხსნეს.
ასე, მაგალითად, პარიზში ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებმა გამოავლინეს, რომ ქვეყანაში გამოვლენილი 386 კლასტერიდან არცერთი უკავშირდებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
ანალოგიური დასკვნა გააკეთეს ავსტრიასა და ტოკიოში.
ამასთანავე, ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ ნაადრევია საბოლოო დასკვნების გამოტანა, რადგან მეგაპოლისებში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთნაკადი პანდემიის დაწყებიდან გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს აქამდე იყო.
გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას უსაფრთხოება შეიძლება, იყოს გარანტირებული იმ შემთხვევაში, თუ მგზავრები საჭირო რეკომენდაციებს დაიცავენ.