კიევში მამაკაცი ბიზნესცენტრში ბომბის აფეთქებით იმუქრება (ვიდეო)

კიევში მამაკაცი ბიზნესცენტრ “ლეონარდო”-ში ბომბის აფეთქებით იმუქრება. ამჟამად, მასთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას ცდილობენ.

ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრის მოადგილემ, ანტონ გერაშჩენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.

​მისი ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე პოლიციაში ამავე შენობაში განლაგებული “უნივერსალ-ბანკის” თანამშრომელმა დარეკა და განაცხადა, რომ შენობაში 35 წლამდე მამაკაცია, რომლის ზურგჩანთაში, მისივე თქმით, ბომბია. ქალს პოლიციაში ბოროტმოქმედმა დაარეკინა.

გერაშჩენკოს თქმით, ბანკის ფილიალის თანამშრომლებმა შენობა დატოვეს, თუმცა განყოფილების უფროსი საკუთარი სურვილით ადგილზე დარჩა.

ამჟამად, მიმდინარეობს ოპერაცია “გრომ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები