სომხეთში კორონავირუსის მხოლოდ 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო ერთ დღეში “კოვიდ19”-ის მხოლოდ 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ რესპუბლიკაში 39 102 დადასტურებული შემთხვევაა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს 8 პაციენტი ემსხვერპლა. ჯამურად, 762 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, კლინიკებიდან 29 861 პირია გაწერილი, მკურნალობას 8251 ადამიანი აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები