გერმანიაში კორონავირუსის 955 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში, ერთ დღეში, კორონავირუსის სულ მცირე 955 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რობერტ კოჰის ინსტიტუტის მონაცემით, ბოლო 24 საათში 7 პაციენტი გარდაიცვალა.

გერმანიაში ეპიდემიის დაწყებიდან კოვიდ19-ის  209 653 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 9 148 პირი ემსხვერპლა, 193 ათასამდე განიკურნა.

ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო ზომების რეჟიმი გაზაფხულიდან მოქმედებდა, თუმცა მაისიდან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. ამჟამად, თითქმის ყველა საზოგადოებრივი დაწესებულება მუშაობს, თუმცა მათი სტუმრობა დისტანციის დაცვითა და პირბადით არის დასაშვები.

ბოლო ერთი კვირაა, რაც ცალკეულ რეგიონში ვირუსის გავრცელების ახალი კერები გაჩნდა, რაც ვირუსოლოგებისა და პოლიტიკოსების შეშფოთებას იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები