რუსეთში კორონავირუსის 5482 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში ბოლო ერთ დღეში “კოვიდ19”-ის 5482 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 839 981 დადასტურებული შემთხვევაა.

ოპერატიული შტაბის მონაცემით, ვირუსს კიდევ 161 პაციენტი ემსხვერპლა და ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 13 963-ს მიაღწია.

ასევე, განახლებული სტატისტიკით, ვირუსის დამარცხება 638 410-მა ადამიანმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები