სომხეთში კორონავირუსის 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო ერთ დღეში “კოვიდ19”-ის 354 შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 38 550 დადასტურებული შემთხვევაა.

​ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ბოლო 24 საათში ვირუსს 10 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 738 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, ვირუსის დამარცხება 28 997-მა პირმა შეძლო, მკურნალობას 8 587 ადამიანი აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები