დონალდ ტრამპი არჩევნების გადადების წინადადებით გამოვიდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ივარაუდა, რომ ქვეყანაში 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გადადება შესაძლებელია, რათა მოქალაქეებს უბნებზე მისვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ და არა – ხმა ფოსტის მეშვეობით დააფიქსირონ.
ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.
„ფოსტით ხმის მიცემით 2020 წელს ისტორიაში ყველაზე არაზუსტი და გაყალბებული არჩევნები გვექნება. ეს აშშ-სთვის სამარცხვინო იქნება. გადავდოთ არჩევნები, სანამ ხალხს უსაფრთხოდ და წესების დაცვით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნება?“, – წერს ტრამპი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს.