პუტინის ნდობის რეიტინგი მხოლოდ 23%-ს შეადგენს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნდობის რეიტინგი 23%-მდე დაეცა.
კვლევა “ლევადა-ცეტრმა” ჩაატარა.
მაგალითად, 2019 წლის ზაფხულს პუტინს მოსახლეობის 40% ენდობოდა, 2017 -ში კი – 59%.
ბოლო თვეების განმავლობაში პუტინს კორონავირუსზე არასათანადო რეაგირებისთვის აკრიტიკებდნენ, ასევე, პროტესტი გამოიწვია კონსტიტუციაში ცვლილებამ, რომელიც საპრეზიდენტო ვადებს ანულებს და პუტინს პრეზიდენტად არჩევის შანსებს უზრდის.
გამოკითხვა კიდევ ერთმა სოციოლოგიურმა ჯგუფმა – “ვციომ”-მა ჩაატარა, რომელიც რუსეთის მთავრობის მიმართ მეტად ლოიალურობით გამოირჩევა. მათი მონაცემითაც ირკვევა, რომ პუტინს 28,6% ენდობა.