კორონავირუსის გამო თურქეთში შესაძლოა, შეზღუდვები დააწესონ

თურქეთის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რაიონებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, შესაძლოა, ახალი შეზღუდვები დააწესონ.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ერთ დღეში 963 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, ქვეყანაში ივნისის დასაწყისში შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა.

მინისტრის თქმით, სტამბოლსა და იზმირში პანდემიის პიკი ჩავლილია, თუმცა ტალღა გრძელდება.

“ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში პიკი მიღწეული არ არის, შემთხვევები ეტაპობრივად იზრდება. თუ საჭირო გახდა, შესაძლოა, რადიკალური ზომები იყოს მიღებული”, – თქვა ქოჯამ.

მისივე თქმით, ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე, რომელსაც თურქეთში 31 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით აღნიშნავენ, რაიმე სახის შეზღუდვები არ დაწესდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები