ბოსნიაში კორონავირუსს მინისტრი ემსხვერპლა
ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში “კოვიდ-19”-ს ვეტერანების საკითხთა მინისტრი, სალკო ბუკვარევიჩი ემსხვერპლა.
გამოცემა Faktor-ის ინფორმაციით, 53 წლის ბუკვარევიჩი ვირუსის დიაგნოზით 22 ივლისს იყო ჰოსპიტალიზებული.
რამდენიმე დღეში ის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატს მიაერთეს. ამის შემდეგ, მომდევნო 24 საათის განმავლობაში ის სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა დღეს მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მედია ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ფადილ ნოვალიჩმა მას შემდეგ, რაც 15 ივლისს “კოვიდ-19”-ის დიაგნოზით იყო ჰოსპიტალიზებული, დღეს მთავრობის პირველი სხდომა გამართა.