იტალიაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 15 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
იტალიის სენატმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გახანგრძლივების შესახებ მთავრობის წინადადებას მხარი დაუჭირა. 1-ელი აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე ქვეყანაში კვლავ იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.
კენჭისყრამდე სენატორების წინაშე ქვეყნის პრემიერი, ჯუზეპე კონტე სიტყვით გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ გახანგრძლივება აუცილებელია ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ასევე, იმის გამო, რომ ვირუსი ქვეყანაში ცირკულირებას აგრძელებს.
“გახანგრძივება გარდაუვალია, ეს ავტორიტარიზმი არ არის, უბრალოდ, ეს ჩვენს ქვეყანას მეტად უსაფრთხოს გახდის”, – თქვა პრემიერმა.
იტალიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი იანვრის დასაწყისში გამოაცხადა, რომლის მოქმედების ვადა ივლისის ბოლოს მთავრდებოდა.
იტალია ევროპაში კორონავირუსისგან ერთერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა, სადაც 246 488 დადასტურებული შემთხვევაა, 35 123 პირია გარდაცვლილი და 198 756 – განკურნებული.
გასულ კვირას გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირის ეკონომიკის აღდგენის 750-მილიარდიანი ფონდიდან იტალია 209 მლრდ ევროს მიიღებს.