ლუკაშენკო აცხადებს, რომ კორონავირუსი გადაიტანა
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მან “კოვივ-19” გადაიტანა.
ამის შესახებ მან ქვეყნის შს სამინისტროს სამხედრო ნაწილის მონახულების დროს თქვა.
“ყველაზე გასაოცარი არის ის, რომ დღეს თქვენ ხვდებით ადამიანს, რომელმაც მოახერხა და კორონავირუსი ფეხზე დგომით გადაიტანა. ასეთი დასკვნა გააკეთეს გუშინ მედიკოსებმა. უსიმპტომოდო”, – თქვა ლუკაშენკომ.
ივლისის დასაწყისში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რესპუბლიკამ კოვიდ-19-ზე გაიმარჯვა, თუმცა ინფექციასთან ბრძოლას აგრძელებს.