ირანში კორონავირუსისგან გარდაცვალების ანტირეკორდი დაფიქსირდა
ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 235 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად, ქვეყანაში 16 147 ლეტალური შემთხვევაა.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, სიმა სადათ ლარიმ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, უკანასკნელ დღე-ღამეში ვირუსის კიდევ 2 667 შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, უკვე 296 273 დადასტურებული შემთხვევაა.
ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება 255 144-მა პირმა შეძლო.