ჯანმო საგანგებო კომიტეტს მოიწვევს – კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ყველაზე სერიოზულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უახლოეს დღეებში COVID-19-ის პანდემიის გაძლიერების გამო საგანგებო კომიტეტს მოიწვევს.

ამის შესახებ ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკანასკნელი 6 კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი გაორმაგდა.

“ხუთშაბათს, 30 ივლისს ნახევარი წელი გავა იმ დღიდან, როდესაც ჯანმო-მ “კოვიდ-19″-თან დაკავშირებით საგანგებო ვითარება გამოაცხადა. საერთაშორისო წესების მოთხოვნების შესაბამისად, მიმდინარე წელს საგანგებო კომიტეტს ისევ მოვიწვევ, რომ მოხდეს ვითარების გადაფასება და წევრებმა შესაბამისი რჩევები მომცენ”, – განაცხადა გებრეისუსმა.

მისივე თქმით, ​ორგანიზაციის გამოცხადებული საგანგებო ვითარებებიდან კორონავირუსი ყველაზე სერიოზულია.

მისივე თქმით, ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მთავარი მეთოდი რჩება ინფიცირებულთა იზოლირება, ტესტირება და მკურნალობა. ასევე, მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, დისტანციის დაცვა, ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება და ნიღბის ტარება იქ, სადაც ეს რეკომენდებულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის ინფექცია პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები