El Pais: ესპანეთში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემს შესაძლოა, 60%-ით აღემატებოდეს

ესპანურმა გამოცემა El Pais-მა კორონავირუსისგან გარდაცვლილთა შესახებ საკუთარი გამოძიება ჩაატარა, რომლის შედეგად ირკვევა, რომ მათი რიცხვი ოფიციალურ მონაცემს შესაძლოა, 60%-ით აღემატებოდეს.

27 ივლისის მდგომარეობით, ესპანეთში კორონავირუსის 272 421 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს კი 28 432 პაციენტი ემსხვერპლა.

El Pais წერს, რომ გარდაცვლილთა ოფიციალური მონაცემი შეიცავს მხოლოდ იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომლებსაც “კოვიდ-19”-ის დიაგნოზი ოფიციალურად აქვთ დასმული.

გამოცემამ ქვეყნის 17 რეგიონის მონაცემი შეკრიბა და მას დაამატა იმ პირთა სტატისტიკა, რომლებიც “კორონავირუსისგან ან კორონავირუსზე ეჭვით არიან გარდაცვლილი”.

ამრიგად, ესპანეთში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 44 868 შეადგენს, რაც ქვეყანას ევროპაში გარდაცვლილთა მაჩვენებლით მეორეს ხდის, ბრიტანეთის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები