სუდანში შეიარაღებულ თავდასხმას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სუდანში, დასავლეთ დარფურში, სოფელ მისტერიში შეირაღებული თავდასხმის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 60-მდე კი დაიჭრა.

ამის შესახებ ინფორმაცია გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამმართველოში განაცხადეს.

აღინიშნება, რომ თავდასხმაში 500-მდე შეიარაღებული პირი მონაწილეობდა.

სოფელში დამწვარია სახლები, ასევე, აგრარული ბაზარი.

დარფურის რეგიონში 2003 წლიდან მიმდინარეობს შეიარაღებული დაპირისპირება სუდანის მთავრობასა და სეპარატისტულ დაჯგუფებებს შორის.

კონფლიქტის განმავლობაში, სხვადასხვა მონაცემით, დაღუპულია 300 ათასიდან – 500 ათასამდე ადამიანი, 2,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები