სომხეთში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი 700-ს აღწევს

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 451-ით გაიზარდა და 36 613 შეადგინა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 4 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 692 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება 25 734-მა პირმა შეძლო, 9969 მკურნალობას აგრძელებს.

პანდემიის დაწყებიდან რესპუბლიკაში კორონავირუსზე სულ 153 814 ტესტია გაკეთებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები