ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ბრალდება იმის შესახებ, რომ ჩინეთთან გარიგებაში იმყოფება – უარყო.
როგორც გებრეისუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის ბრალდება რეალობას არ შეესაბამება, არის მიუღებელი და უსაფუძვლო.
ასევე, ჯანმო-ს დირექტორმა დასძინა, რომ ორგანიზაციის ერთადერთი მიზანია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, ამიტომ “ამ კომენტარებზე ვერ მოცდება”.
ბრიტანული გაზეთი, The Guardian-ი წერდა, რომ 22 ივლისს მაიკ პომპეომ, ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ გებრეისუსმა ჩინეთთან გარიგება დადო. სახელმწიფო მდივნის მტკიცებით, ამაზე აშშ-ის დაზვერვის მონაცემი მეტყველებს.