აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4 მილიონს აღწევს

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 71 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ქვეყანაში უკვე 3 970 908 ინფიცირებულია.

ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 1195 პაციენტი ემსხვერპლა, პანდემიის დაწყებიდან კი 143 193 ადამიანია გარდაცვლილი.

ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, 1 210 849 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები