შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი იზრდება

შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი იზრდება. გასულ დღე-ღამეში 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 33 880 დაავადებულია.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ გასულ თვეს ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი, საშუალოდ, 100 ადამიანს არ აღემატებოდა. უწყებაში ინფიცირებულთა რიცხვის მატებას ტესტირების გაზრდას უკავშირებენ.

ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსს 2 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 1693 ლეტალური შემთხვევაა.

აღინიშნება, რომ ამჟამად მოსახლეობის ინფიცირების მაჩვენებელი 5,5% შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები