აზერბაიჯანში კორონავირუსის 391 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 391 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ქვეყანაში უკვე 28 633 დადასტურებული ფაქტია.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ვირუსს 385 პაციენტი ემსხვერპლა.
ასევე, განახლებული სტატისტიკით, კლინიკებიდან 20 443 პირია გაწერილი, მკურნალობას 7805 ადამიანი განაგრძობს.