უკრაინაში ადაპტირებული კარანტინი 31 აგვისტომდე გახანგრძლივდა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ადაპტირებული კარანტინის რეჟიმი 31 აგვისტომდე გაახანგრძლივა.

მთავრობის დადგენილებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით კარანტინის გამოცხადების რეგლამენტირებას უზრუნველყოფს.

აღინიშნება, რომ, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში გამოცხადდება საფრთხის მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი ან წითელი ზღვარი.

22 ივლისის მდგომარეობით, უკრაინაში კორონავირუსის 60 995 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 1 534 ადამიანი ემსხვერპლა, კლინიკებიდან 33 172 პაციენტია გაწერილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები