მამაკაცს, რომელმაც ლუცკში მძევლები აიყვანა, ფსიქიკური პრობლემები აქვს – უკრაინის ეროვნული პოლიცია

უკრაინის პოლიციაში აცხადებენ, რომ მამაკაცს, რომელმაც ლუცკში მძევლები აიყვანა, ფსიქიკური პრობლემები აქვს. ცოტა ხნის წინ კი ის ფსიქიატრთან აღრიცხვაზეც იყო. პოლიციაში აცხადებენ, რომ ამჟამად ქალაქის ხალხმრავალი ადგილების შემოწმება მიმდინარეობს, რადგან, “მაქსიმ პლოხოის” თქმით, ქალაქში კიდევ ერთი ბომბია.

თავის მხრივ, ქვეყნის შს მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მამაკაცმა პოლიციაში “09:25 საათზე დარეკა და თავი “მაქსიმ პლოხოით” წარადგინა.

“მისი თქმით, ავტობუსში 20-მდე ადამიანი იმყოფება. ის აცხადებს, რომ შეიარაღებულია და ავტობუსი დანაღმულია. ინტერნეტში კი “მაქსიმ პლოხოის” ავტორობით წიგნი მოიძებნა სახელწოდებით – “დამნაშავის ფილოსოფია”, რომელშიც აღწერილია პატიმრობაში ავტორის ყოფნასა და ცხოვრებაზე მის შეხედულებებზე. წარმოგიდგენთ ამ წიგნიდან ამონარიდს: “15 წელია, ჩემ გამოსწორებას ცდილობენ, მაგრამ არ გამოვსწორდი, პირიქით – კიდევ უფრო გავხდი ის, ვინც ვარ. რატომ? იმიტომ, რომ თავს ვუმკლავდები და ამიტომ არ გამოვსწორდები სხვათა ზეწოლით. იმიტომ, რომ შიშზე არ ვიყიდები. ჩემი მოკვლა შეიძლება, მაგრამ ეს ვერაფერს შეცვლის. მე მუდმივი მე ვარ, რადგან მე შემიძლია. მე შემიძლია იმიტომ, რომ არის ერთადერთი რამ, რაც არ შემიძლია – არ ვიყო დამნაშავე. დამნაშავე სიღრმეა. ღმერთის სახე სარკეშია”, – დაწერა გერაშჩენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები