მამაკაცმა, რომელმაც უკრაინაში მძევლები აიყვანა, პირობა წამოაყენა (ვიდეო)

მამაკაცმა, რომელმაც უკრაინის ქალაქ ლუცკში ავტობუსი გაიტაცა და მძევლად 20-ზე მეტი ადამიანი ჰყავს აყვანილი, აცხადებს, რომ სახელმწიფო -პირველი ტერორისტია.

ბოროტმოქმედი თავს “მაქსიმ პლოხოის” უწოდებს და ხალხს “ანტისისტემის დღეს” ულოცავს.

“24 ადამიანის პირიდან ნათქვამი სიმართლე ასობით სიცოცხლეს გადაარჩენს. ჩემთან, ავტობუსში უამრავი ადამიანი იმყოფება”, – წერს “მაქსიმ პლოხოი”.

​მისი თქმით, მას ავტომატი, ყუმბარა და ორი ნაღმი აქვს. მისივე თქმით, კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ლუცკის სხვა ხალხმრავალ ადგილზეა. მისი მტკიცებით, თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ყველა მათგანი აფეთქდება.

“მაქსიმ პლოხოი” ითხოვს, რომ სასამართლოების თავმჯდომარეებმა, მინისტრებმა, მთავარმა პროკურორმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პატრიარქმა, ასევე, უკრაინის ყველა ოლიგაქრმა ვიდეოები ჩაწერონ, სადაც აცხადებენ, რომ სწორედ ისინი არიან ტერორისტები, ტერორისტები კანონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები