სომხეთში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში უკვე 35 254 შემთხვევაა.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 12 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 662 ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსის დამარცხება 24 206-მა პირმა შეძლო. მკურნალობას 10 171 პაციენტი აგრძელებს.