ტრამპი: ინტერვიუს ვაძლევ ყველას, მათაც კი – ვისაც ვძულვარ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის შესაძლებლობებს ძლიერი ინტერვიუს დროს ეჭვქვეშ აყენებს. აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტთან ისაუბრა.

“დასვით ჯო ბაიდენი მსგავს ძლიერ ინტერვიუზე, ის მიწაზე დაეცემა ტირილით, იტყვის: დედიკო, დედიკო, გთხოვ, წამიყვანე სახლში”, – განაცხადა პრეზიდენტმა Fox News Sunday-ში.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ჯო ბაიდენი გადაიღალა.

“დაე, ის გამოვიდეს თავისი სარდაფიდან. მე დღეში ოთხი, ხუთი გამოსვლა მაქვს, ინტერვიუს ვაძლევ ყველას, მათაც კი – ვისაც ვძულვარ. ყველას სათანადოდ ვპასუხობ”, – აღნიშნა ტრამპმა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, ბაიდენი კომპეტენტური არ არის იმისთვის, რომ პრეზიდენტი იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები