კონგოში შეტაკებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა
კონგოში შეიარაღებული დაჯგუფებების შეტაკებას 43 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვებიც არიან.
ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
აღინიშნება, რომ სულ მცირე 40 პირი დაკარგულად ითვლება.
კონგოში არეულობა 16 ივლისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ნგუმინოს დაჯგუფება ერთ-ერთ სოფელ დაესხა თავს.