კანიე უესტმა აშშ-ის პრეზიდენტად კენჭისყრაზე უარი თქვა
ამერიკელი რეპერი, კანიე უესტი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი Intelligencer-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემას მუსიკოსის წარმომადგენელმა, სტივ კრამერმა განუცხადა, მან კანდიდატურა მოხსნა.
კანიე უესტმა აშშ-ის პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი რამდენიმე კვირის წინ გამოთქვა, თუმცა გასულ კვირას პორტალმა TMZ-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მუსიკოსს ბიპოლარული აშლილობა აქვს და ახლობლები მის სურვილს სწორად ამ ფაქტს უკავშირებენ.