თურქეთში ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთში სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა.
როგორც ჟურნალისტებს ქვეყნის შს მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განუცხადა, გარდაცვლილთაგან ორი პილოტი იყო.
მისივე ინფორმაციით, თვითმფრინავი 2200 მეტრ სიმაღლეზე ართოსის მთაში ჩამოვარდა.
აღინიშნება, რომ თვითმფრინავი ვანისა და ხაკარის პროვინციებში სადაზვერვო ფრენებს ახორციელებდა.
მომხდარის მიზეზის გამოძიება დაწყებულია.