ეკონომიკური კრიზისი სინგაპურში – ქვეყნის ეკონომიკა მე-2 კვარტალში 41,2%-ით დაეცა

სინგაპურის ეკონომიკა მეორე კვარტალში რეცესიაში შევიდა წინა სამი თვის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებლით, 41.2-იანი ვარდნით და ახლა წლის ყველაზე მასშტაბური ვარდნის წინაშეა, რადგან კორონავირუსის შეკავების მიზნით მიღებულმა ზომებმა შეასუსტა ვაჭრობაზე ორიენტირებული ქვეყანა.

ახალი ამბების სააგენტო “როიტერის” მიერ გამოკითხული ეკონომისტების მოლოდინი 37.4%-იანი ვარდნა იყო, მაგრამ პანდემიამ დიდი გავლენა იქონია სამშენებლო სექტორზე, რომელმაც 95.6 პროცენტი შეადგინა.

წლიურ მონაცემებზე დაყრდნობით, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 12,6%-ით დაეცა, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროში სამშაბათს მოწოდებულ წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით. ეკონომისტებმა კი იწინასწარმეტყველეს 10.5%-იანი შემცირება.

ვირუსის გამო მთელს მსოფლიოში საქონელზე მოთხოვნილების ვარდნამ სინგაპურს მძიმე დარტყმა მიაყენა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მისი ექსპორტისა და იმპორტის ღირებულება მისი მშპ-ის ოდენობას ოთხჯერ აღემატება, რაც მას მსოფლიოში ვაჭრობაზე ყველაზე მეტად დამოკიდებულ მეოთხე ეკონომიკად წარმოაჩენს.

მშპ-ის ვარდნამ გამოიწვია ვარდნის სერიის გაგრძელება მეორე კვარტალშიც მდიდარი ქალაქ-სახელმწიფოსთვის – მას შემდეგ, რაც პირველ კვარტალში 0.3%-ით შემცირდა ყოველწლიური მაჩვენებელი და 3.3%-ით კვარტალური მაჩვენებელ – პროცესს, რაც ტექნიკური რეცესიის განსაზღვრება მიეცა.

ანალიტიკოსებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკა მეორე კვარტალში ღრმა შეკუმშვას განიცდიდა აპრილიდან ივნისამდე ჩაკეტვის გამო, რასაც ხელისუფლებამ დაარქვა – ,,მიკროსქემის ამომრთველი” და რომლის დროსაც სამუშაო ადგილების უმეტესობა დაიხურა ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები