უკრაინაში სათამაშო ბიზნესის ლეგალიზება მოხდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის ლეგალიზება მოახდინა.

ახალი კანონით, დასაშვებია კაზინოსა და ონლაინრეჟიმში აზარტული თამაშები, ლატარეის გამოშვება და ჩატარება, ასევე, სხვა სახის საქმიანობა. გარდა ამისა, დასაშვები იქნება კაზინოს განთავსება კიევის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ტერიტორიაზე, ასევე, სხვა ქალაქებში ოთხ- და ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში.

ამასთან, ახალი კანონის მიხედვით, სათამაშო დაწესებულებების განთავსება იკრძალება სასწავლო დაწესებულებებიდან არანაკლებ 500 მეტრის მანძილზე. დაუშვებელი იქნება აზარტული თამაშები 21 წლამდე ადამიანებისთვის, ასევე, იმ პირთათვის, რომლებიც ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებიან.

კანონპროექტი პირველი მოსმენით 16 იანვარს იქნა მიღებული, მეორე მოსმენა 30 ივნისს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები