მეჰრიბან ალიევა: აზერბაიჯანელი ხალხი არასდროს შეეგუება ოკუპაციას 

აზერბაიჯანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, მეჰრიბან ალიევამ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„აზერბაიჯანელი ხალხი არასდროს შეეგუება ოკუპაციას. ჩვენი მიწა, ჩვენი ბრძოლა სამშობლოსთვის წმინდაა. ჩვენ მართლები ვართ და ღმერთი ჩვენთანაა. მტერმა მიიღო წინააღმდეგობა და ეს სულ ასე იქნება. ჩვენ უნდა გავხდეთ და გავხდებით უფრო ძლიერები. მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება სამხედროების მშობლების წინაშე. ამ რთულ დღეებში აზერბაიჯანელი ხალხი თქვენს გვერდითაა“, – აღნიშნავს მეჰრიბან ალიევა.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო, რასაც სამი აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპა, სომხეთის ტავდაცვის სამინისტრო გარდაცვალების არც ერთ შემთხვევას არ ადასტურებს.

წყარო: https://report.ge/world/mehriban-alieva-azerbaijaneli-khalkhi-arasdros-sheegueba-okupatsias/?fbclid=IwAR1NyGRQNK3FFA6Mf71sDG-mtzstoG5xwSCmb376vaDFF6I0kKdExcntPBg

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები