კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია საგანგებო სხდომას გამართავს
აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების გამო, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია დღეს საგანგებო სხდომას გამართავს.
სხდომის ჩატარების გადაწვეტილება ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, სტანისლავ ზასმა მიიღო.
ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სხდომა 12 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის თოვუზის ტერიტორიაზე დაწყებულ დაპირისპირებას შეეხება.
აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის თოვუზის მიმართულებით დაძაბულობა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.