აზერბაიჯანში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. განსახილველი თემა სომხეთთან საზღვარზე შექმნილი ვითარება იყო. ამის შესახებ ქვეყნის ლიდერის პრესსამსახურში განაცხადეს.
“13 ივლისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თავმჯდომარეობით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. რის შემდეგ უშიშროების საბჭოს სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. დამატებითი ინფორმაცია უშიშროების საბჭოს სხდომის შესახებ მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი”, – განაცხადეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურში.
აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის თოვუზის მიმართულებით დაძაბულობა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.