ანჯეი დუდა პოლონეთის პრეზიდენტი უკვე მეორე ვადით გახდა

პოლონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა და თანამდებობაზე მეორე ვადით დარჩება.

ქვეყნის ცესკო-ს ინფორმაციით, ოქმების 99,69% შეჯამების შედეგად, დუდას მხარი ამომრჩეველთა 51,21%-მა დაუჭირა.

მისმა ოპონენტმა, ოპოზიციის კანდიდატმა, რაფალ ტშასკოვსკიმ 48,79% მოიპოვა.

აღინიშნება, რომ ცესკო-ს კიდევ 5 უბნის ოქმი არ აქვს მიღებული, თუმცა აცხადებენ, რომ მათი დაჯამება შედეგზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები