ლავროვი: ბირთვული დაპირისპირების რისკები გაზრდილია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ბოლო დროს ბირთვული დაპირისპირების რისკები სერიოზულად არის გაზრდილი.

ამის შესახებ ლავროვმა ონლაინსესიის დროს განაცხადა.

“ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ბოლო დროს ბირთვული რისკები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რომ უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სტრატეგიული სტაბილურობის სფეროში ვითარება დეგრადირებულია. მიზეზებიც ყველასთვის  ცხადია: აშშ-ში სურთ, გლობალური დომინირება დაიბრუნონ და მიაღწიონ გამარჯვებას იმაში, რასაც “ზესახელმწიფოების მეტოქეობას” უწოდებენ. ისინი უარს აცხადებენ ტერმინზე “სტრატეგიული სტაბილურობა”, არამედ მას “სტრატეგიულ მეტოქეობას” უწოდებენ. მათ გამარჯვება სურთ”, – თქვა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები