რატომ გადაწყვიტა კანიე უესტმა პრეზიდენტად კენჭისყრა – ახლობლები მის ბიპოლარულ აშლილობაზე საუბრობენ

ამერიკელი რეპერის, კანიე უესტის ახლობლები ქვეყნის პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილს მის ბიპოლარულ აშლილობას უკავშირებენ.

ამის შესახებ ონლაინგამოცემა TMZ მომღერალთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

აღინიშნება, რომ უესტს შეტევები წელიწადში ერთხელ აქვს და სწორედ ახლა განიცდის ის ერთერთ მათგანს.

ახლობლები მისი მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და მის გაპრეზიდენტების სურვილს სწორედ ამ მდგომარეობას უკავშირებენ. თუმცა ოჯახი და მისი გარემოცვა იმედოვნებენ, რომ ყველაფერი მალე დასტაბილურდება, როგორც ეს ადრე მომხდარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები