ევროკავშირში ყირიმში უკრაინის მოქალაქეების დაკავებას გმობენ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ
ევროპის საბჭოში ყირიმში უკრაინის 7 მოქალაქის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანლის, ჟოზეპ ბორელის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ევროკავშირი 7 მოქალაქის დაკავებას, როგორც “პოლიტიკურად მოტივირებულს” განიხილავს და “საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამოს”. ევროკავშირი ყირიმში რუსეთის კანონმდებლობას არ აღიარებს და ელოდება ყველა უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებელია ყირიმელ თათრებზე ზეწოლის შეწყვეტა და ნახევარკუნძულზე ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტების დაცვის გარანტია.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 7 ივლისს რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა ანექსირებული ყირიმის ოთხ რაიონში ყირიმელი თათრების სახლებში რეიდი განახორციელეს და 7 პირი დააკავეს.